ოფიციალური საიტი

Georgian Tennis Federation

მსაჯთა და იუნიორთა დეპარტამენატთან ერთად ვისაუბრეთ აღნიშნულ პროექტზე გასულ წელს. ..

Geotennis.ge ზე თქვენ არა მხოლოდ ახალ ამბებს გაეცნობით, არამედ აღნიშნულ პორტალზე ყველა დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს ტურნირზე რეგისტრაციას და რეიტინგის და შედეგების ნახვას ..

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა პოსტ საბჭოთა სივრცეში საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების მხრივ და შესაბამისად, ახალი ეტაპის დაწყება გადავწყვიტეთ.

ვიპოვნეთ პარტნიორი კომპანია Vertexo პროექტის განსახორციელებლად.

ექვს თვიანი სამზადისის შემდეგ მზად ვართ დავიწყოთ პროექტი.

Geotennis.ge ზე თქვენ არა მხოლოდ ახალ ამბებს გაეცნობით, არამედ აღნიშნულ პორტალზე ყველა დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს ტურნირზე რეგისტრაციას და რეიტინგის და შედეგების ნახვას .

2022 წლიდან დაიწყება რეგიონალური შეჯიბრებები, შეჯიბრებებზე დაკავებული ადგილების მიხედვით სპორტსმენები მიიღებენ ველურ ბარათებს (Wild card) საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად ( Tennis Europe, WTT Juniors and Pro).

მეტიც, იუნიორთა დეპარტამენტი ყოველ შაბათ-კვირას ჩაატარებს ერთგვარ გასართობ ღონისძიებებს წითელი ბურთებით მოთამაშე ახალგაზრდებისთვის და აღნიშნულ შეჯიბრებაზე მიღწეული შედეგებით , ისინი შეძლებენ ადგილობრივ რეიტინგში მოხვედრას.

დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პროექტის წამოწყება საჭიროა წარმატებული თაობის გასაზრდელად..

ღონისძიებების კალენდარი და ყველა საჭირო ინფორმაცია მალე ხელმისაწვდომი იქნება პორტალზე!

-Alexandre Metreveli

Geotennis.ge არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პორტალი და შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა ჩოგბურთელსა და გულშემატკივარს მიაწოდოს სიახლეები ჩვენი სპორტის, მოთამაშეების, შედეგების შესახებ..

ასევე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივიტ შეიქმნა Junior development tour, რომლის მიზანია ჩოგბურთის მეტად პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის საჭირო საშეჯიბრო გარემოს შექმნა.

ჩვენს პორტალზე საშუალება გექნებათ მოიძიოთ სრული ინფორმაცია Junior Development Tour შესახებ. პროექტის, რომლის მიზანია ყველა ასაკის მოთამაშის ერთ სივრცეში გაერთიანება, სადაც შეძლებენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობას, შეჯიბრებას და შედეგების მიხედვით ადგილობრივ რეიტინგში მოხვედრას .

იწყება „წითელი ბურთების“ დონით, შემდეგ-ნარინჯისფერი, მწვანე და ბოლო ეტაპი-ჩოგბურთის სტანდარტული ყვითელი ბურთი.

ყოველკვირეული შეჯიბრებები ჩვენს პლატფორმაზეა აგებული.

  • ონლაინ ჩაწერა
  • ონლაინ რეგისტრაცია GTIPIN-სთვის
  • ონლაინ ბადე
  • ონლაინ შედეგები და თამაშის განრიგი
  • რეიტინგი ავტომატურად განახლდება ყოველი შეჯიბრის შემდეგ.

თუ პრო მოთამაშე ვარ ?

საქართველოს პრო ტური შეიქმნა მოთამაშეებისთვის, რომლებიც შეძლებენ მოხვდნენ GTF funding პროგრამაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ასევე მიიღონ ველური ბარათები საერთაშორისო შეჯიბრებებზე იმ პირობით, თუ წლის მანძილზე შესაბამის სარეიტინგო ქულებს გამოიმუშავებენ .

ნაციონალური ტური დაიწყება 2022 წლის აპრილში, წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრების წინ. ტურნირზე მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ პორტალზე დარეგისტრირებული და GTIPIN მფლობელი სპორტსმენები..

2022 წლიდან Wildcard მიირებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალურ ტურებში.!

წლის ბოლოს ჩატარდება დიდი საჩოგბურთო ღონისძიება-საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც წლის განმავლობაში ითამაშებენ 50%+1 შეჯიბრს საქართველოს ტურის ფარგლებში..

რას ელოდები?

დარეგისტრირდი ახლავე და გახდი ამ პროექტის მონაწილე!

ყველა დონის შეჯიბრზე (პრო და ჯუბიორ ტური) მთავარი მსაჯი მსაჯთა დეპარტამენტის მიერ იქნება დანიშნული!

საქართველოს ჩოგბუთის ფედერაცია დაარსდა 1991 წლის ივნისში...

  • ფედერაციის პირველი პრეზიდენტი- გურამ მინაშვილი (1991-1993)
  • Aleksandre Metreveli (1993-1994)
  • Mirza Gelashvili (1994-1995)
  • Merab Adeishvili (1995-1998)
  • Leila Meskhi (1999-2012)
  • Aleksandre Metreveli (Junior ) (2012-2017)
  • 2017 წლიდან ფედერაციას ხელმძღვანელობს ხვიჩა მაქაცარია

1992-93 წლებში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გახდა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის წევრი..

1973 წელს უიმბლონის ტურნირის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში და 1968 და 1970 წლებში ორგზის ფინალისტი წყვილთა თანრიგში. 1970-1978წწ. სსრკ 29-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, მოგებული აქვს 8 პროფესიული ტურნირი ერთეულთა თანრიგში და 2 წყვილთა თანრიგში. 1972-1974წწ. დასახელებული იყო მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელად მოყვარულთა შორის; 1974 წელს შევიდა მსოფლიოს მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ათეულში მეცხრე ნომრად.

ევროპის 16-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში,.

ბრინჯაოს მედალი 1998 წლის ოლიმპიადაზე სეულში ნატაშა ზვერევასთან ერთად..

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ჩოგბურთელი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი

TBA

ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული ჩოგბურთის ისტორია.

სიახლეები

13 Apr

გაითვალისწინეთ !

აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია ! გთხოვთ ტურნირზე რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციოთ ასაკობრივ კატეგორიას და დარეგისტრირდეთ ერთ !!! ასაკობრივ კატეგორიაში.წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებთ !ასევე , ვთხოვთ ყველა სპორტსმენს, პორტალზე რეგისტრაციისას სახელი და გვარი ჩაწეროს ლათინური ასოებით . იმ სპორტსმენებს, რომლებსაც სახელი და გვარი აქვთ ქართული ასოებით შევსებული, ვთხოვთ შევიდნენ პირად გვერდზე და შეცვალონ !

პარტნიორები